ნორვეგია საფრანგეთის ბირთვული ქოლგის ქვეშ მოექცევა - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერმინისტრმა, იონას გარ სტიორემ სააგენტო NTB-ს განუცხადა.
სტიორე ოთხშაბათს პარიზში გაემგზავრა, რათა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვედროდა და პარიზთან ახალი თავდაცვითი შეთანხმებისთვის მოეწერა ხელი, რომელიც ასევე საფრანგეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ბირთვული იარაღის ინიციატივაში ნორვეგიის მონაწილეობას მოიცავს .
"ჩვენ ამას ვაკეთებთ ევროპაში არსებული უსაფრთხოების პოლიტიკის მდგომარეობის ფონზე, მათ შორის რუსეთის მასშტაბური გადაიარაღების გამო [როგორც კოვენციურ შეიარაღებაში], ასევე ბირთვულ სფეროში, და იმის გამო, რომ იგი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ" - განუცხადა სტიორემ ნორვეგიულ სააგენტო NTB-ს.
მისი თქმით, მშვიდობის პერიოდში ნორვეგიაში ბირთვული იარაღი არ განთავსდება.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში საფრანგეთმა სხვა ევროპულ ქვეყნებსაც შესთავაზა თავისი ბირთვული ქოლგის ქვეშ შესვლა, რაც პრაქტიკაში ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებზე თავდასხმამ შესაძლოა საფრანგეთის ბირთვული პასუხი გამოიწვიოს.




