რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილეები და მათი ოჯახის წევრები ვადაგადაცილებული სესხების დაფარვის ვალდებულებისგან გაათავისუფლა.
დოკუმენტი მხოლოდ იმ პირებზე ვრცელდება, ვინც 2026 წლის 1 მაისიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას გადაწყვეტს, და ეს ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი წლისა. გარდა ამისა, დავალიანება არ უნდა აღემატებოდეს 10 მილიონ რუბლს.
ამასთან ერთად, ვალის ჩამოწერა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სესხებზე, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებამდე აიღეს, ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება ვალის გადახდის შესახებ უკვე კანონიერ ძალაში შევიდა ან სააღსრულებო დოკუმენტი გაიცა.
პუტინმა პირველად 2024 წლის ნოემბერში დაუშვა რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების ვადაგადაცილებული სესხების გადაუხდელობა. მაშინ განკარგულება იმ პირობით მოქმედებდა, რომ სესხი იმავე წლის 1 დეკემბრამდე იყო აღებული.




