ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ველოსიპედს შეეჯახნენ, დაშავდა პირი, რომელიც ველოსიპედს მართავდა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




