აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის $108.1 მილიონის Hawk ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მხარდაჭერისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა.
დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის მთავრობამ აშშ-სგან სისტემის ძირითადი მოდიფიკაციების, ტექნიკური და პროგრამული მომსახურების მხარდაჭერის, სათადარიგო ნაწილების და მასალების შეძენა მოითხოვა.
დეპარტამენტი აცხადებს, რომ უკრაინისთვის აღნიშნული პაკეტის მიყიდვა რეგიონში აშშ-ს ინტერესებს გააძლიერებს.





