რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინაში ადგილობრივი წარმოების ავიაბომბმა გამოცდები გაიარა და ომში გამოყენებისთვის მზადაა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის ცნობით, ადგილობრივი წარმოების პირველმა უკრაინულმა მართვადმა საავიაციო ბომბმა, რომელიც უკრაინის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი საბრძოლო მასალების ინვესტიციებისა და შესყიდვის ჯგუფის – Brave1-ის – მხარდაჭერით შეიქმნა, საჭირო გამოცდები გაიარა და საბრძოლო მოხმარებისთვის მზად არის.

"Brave1-ის მონაწილემ პირველი უკრაინული მართვადი საავიაციო ბომბი შექმნა, რომელმაც უკვე გაიარა საჭირო გამოცდები და მზადაა საბრძოლო მოხმარებისთვის," დაწერა ფედოროვმა Telegram-ზე და საავიაციო ბომბის სატესტო ფრენის ვიდეო გამოაქვეყნა.

ფედოროვის თქმით, იარაღის შემუშავებას 17 თვე დასჭირდა და მას "უნიკალური დიზაინი აქვს და შექმნის პროცესში გათვალისწინებული იყო თანამედროვე ომის რეალობა". 

"ეს არ წარმოადგენს დასავლური ან საბჭოთა ანალოგების ასლს, არამედ უკრაინელი ინჟინრების ორიგინალური წარმონაქმნია, რომელიც შექმნილია გაშვების შემდეგ ათეულობით კილომეტრის სიღრმეში სიმაგრეებზე, სამეთაურო პუნქტებსა და მტრის სხვა სამიზნეებზე ეფექტური იერიშების მიტანისთვის." – განაცხადა მინისტრმა. 

ფედოროვმა დაამატა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეისყიდა ექსპერიმენტული იარაღის პირველი პარტია. მისი თქმით, "მტრის სამიზნეებზე უკრაინული საავიაციო ბომბებით დარტყმები მალე დაიწყება."

კომენტარები