უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა, დმიტრო პლეტენჩუკმა Facebook-ზე განაცხადა, რომ ღამის საათებში რუსეთმა შავ ზღვაში "შაჰედის" დრონით ჩინურ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა.
"გაუგებარია, რას ფიქრობდნენ რუსები, როცა დღეს ღამით ჩვენს ზღვაში ჩინურ სავაჭრო გემს შაჰედის დრონით დაარტყეს." – დაწერა პლეტენჩუკმა და დაამატა, რომ შედეგად არავინ დაშავებულა.
უკრაინის საზღვაო ძალების მიხედვით, სავაჭრო გემი KSL Deyang ჩრდილოეთ კორეულ კომპანიას ეკუთვნის, ხოლო ეკიპაჟი ჩინეთის მოქალაქეებისგან შედგება. გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდი მარშალის კუნძულების დროშით დაცურავს.





