უნგრეთის ახალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა გააუქმა ვიქტორ ორბანის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა: "ნორმალურ მდგომარეობას ვუბრუნდებით," დაამატა მადიარმა Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში.
ვიქტორ ორბანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ჯერ კორონავირუსის პანდემიის დროს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გამოაცხადა.
"დღეს, ოთხი წლის შემდეგ, ორბანის მიერ ომის საფრთხის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა სრულდება, რასთან ერთადაც ჩვენ ვემშვიდობებით განკარგულებების მეშვეობით მმართველობას, რაც 6 წლის წინ დაიწყო." – წერს მადიარი.
ცნობისთვის, 2022 წელს ორბანის მმართველმა პარტიამ კონსტიტუციური რეფორმა გაატარა, რის შედეგადაც უნგრეთის მთავრობას განკარგულების მეშვეობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებამოსილება მიენიჭა.





