ევროკავშირი აპირებს, რომ ავღანელი მიგრანტების სამშობლოში დეპორტაციის გზების საკითხის განსახილველად ბრიუსელში ავღანეთის თალიბანის რეჟიმის მაღალჩინოსნები მიიწვიოს, რაც მათი პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება.
დასავლეთის ქვეყნებმა უარი თქვეს თალიბანის აღიარებაზე მას შემდეგ, რაც ისლამისტმა მებრძოლება ხუთი წლის წინ ძალაუფლება ხელახლა ჩაიგდეს ხელში და აშშ-NATO-ს მიერ მხარდაჭერილი მთავრობა დაამხვეს.
ევროკავშირის სპიკერმა განაცხადა, რომ ბრიუსელში შეხვედრა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან თხოვნის შემდეგ დაიგეგმა, თუმცა, ჯერჯერობით სავარაუდო ვიზიტის თარიღი უცნობია, ხოლო თალიბანთან შეხვედრა არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი მათ აღიარებს.
სპიკერის თქმით, იანვარში ევროკავშირის მაღალჩინოსნები უკვე ესტუმრნენ ქაბულს და ახლა ევროკავშირი "ტექნიკურ დონეზე ბრიუსელში ავღანეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან პოტენციურ მომდევნო შეხვედრაზე მუშაობს, რათა ეს დისკუსიები გაგრძელდეს."
ცნობისთვის, ავღანეთში თალიბანის დაბრუნების შემდეგ ევროპაში თავშესაფარი ასობით ათასმა ავღანელმა ითხოვა. ევროპული კანონმდებლობა დანაშაულის ჩამდენი ან უსაფრთხოებისთვის მხრივ რისკის შემცველი მიგრანტების დეპორტაციის საშუალებას იძლევა, თუმცა, ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობის გამო ამის გაკეთება ამ დრომდე რთული იყო.




