ჰორმუზის ბლოკადა

CENTCOM: ომანის ყურეში ირანულ ნავთობტანკერს ცეცხლი გავუხსენით, ის ირანისკენ ვეღარ მიცურავს

ირანული ნავთობტანკერი M/T Hasna
CENTCOM

აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) აცხადებს, რომ ომანის ყურეში ირანის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს მრავალჯერადი გაფრთხილების შემდეგ ცეცხლი გაუხსნა და გაანეიტრალა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში სამხედრო უწყება წერს, რომ ტანკერი, სახელწოდებით M/T Hasna, ირანული პორტისკენ გადაადგილებას ცდილობდა, რაც აშშ-ს ბლოკადის დარღვევას წარმოადგენდა.

"Hasna აღარ გადაადგილდება ირანის მიმართულებით... აშშ-ს ბლოკადა გემების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის პორტებში შესვლას ან მათ დატოვებას ცდილობენ, სრულად ძალაში რჩება" - წერია განცხადებაში.

კომენტარები