რუსული რეჟიმი

აქციაზე გზის "გადაკეტვის" გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 1 კი დააჯარიმეს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარის "გადაკეტვის" საქმეებზე 8 პროცესი გაიმართა. 3 მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 1 დააჯარიმეს, 1 საქმის წარმოება შეწყდა, დანარჩენი პროცესები კი გადაიდო.

  • თამუნა თევზაძე - 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
  • თამარ კირტავა - 5 000-ლარიანი ჯარიმა - მოსამართლე დავით მაკარაძე;
  • დავით ქაშიაშვილი - 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე კობა ჩაგუნავა;
  • ნინო პეტრიაშვილო - 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე კობა ჩაგუნავა;
  • ლუკა ხიზაძე - შეწყდა სამართალწარმოება - მოსამართლე კობა ჩაგუნავა;
  • დუტა ჯავახიშვილი - გადაიდო განუსაზღვრელი ვადით - მოსამართლე მანუჩარ ცაცუა;
  • ელენე გელაშვილი - შემდეგი პროცესი 15 მაისს - მოსამართლე ზვიად ცეკვავა;
  • ნათია ჭელიძე - შემდეგი პროცესი 14 მაისს - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე.

გარდა ამისა, დღეს სასამართლომ დააჯარიმა 2 მოქალაქე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო. 

  • ია მელითაური - 2 500-ლარიანი ჯარიმა -  მოსამართლე თორნიკე კაპანაძე - შსს მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა;
  • რუსკა მჭედლიძე - 1 500-ლარიანი ჯარიმა - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე - მის წინააღმდეგ საჩივარი ნინო ჯღარკავამ შეიტანა: "ნინო ჯღარკავას ნაშა კიდე ღარიბაშვილის სიმამრი იყო, დაშორდნენ" - წერდა Facebook-ზე მჭედლიძე.

 

კომენტარები