ფასების შემსწავლელი კომისია

ხუნდაძე: ფასების შემცირებაზე კომისია შევქმენით, მაგრამ ფასები იზრდება

არჩევნებამდე 2 წელზე მეტია დარჩენილი და პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე მის მოსაგვარებლად ეს დრო საკმარისი იქნება. დემოგრაფიულ პრობლემებსა და ოჯახური ფასეულობების გაძლიერებაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ კონკრეტული ინიციატივები არ ჩანს [...] ფასების შემცირებაზე არათუ ვსაუბრობთ, არამედ საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა, პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება და ზოგჯერ ამ ტენდენციებს ჩვენი გადაწყვეტილებით ვუწყობთ ხელს. ასე გაკეთდა 6 წელზე მეტი ასაკის მქონე მანქანების შეზღუდვით, რამაც ავტომობილები უკვე გააძვირა [...] ელექტროენერგიის საფასურიც გაიზარდა და რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, საწვავის ფასიც მუდმივად იმატებს. 

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, პარტია ხალხის ძალის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები