სოფელ კარკუჩის საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა, გადაადგილება შეზღუდულია - ყაზბეგის მერია

ყაზბეგის მერიის განცხადებით, სოფელ კარკუჩის საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

“სპეციალისტების მიერ ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო რისკების განსაზღვრის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგება მოძრაობა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გადაადგილებისგან და დაელოდონ დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას”. - წერია განცხადებაში.

კომენტარები