ბევრს ჰგონია, რომ პეტერ სიიარტო გაუჩინარდა, რომ ის ტოვებს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, რადგან ის არ იმყოფებოდა ვიქტორ ორბანის გვერდით. თუმცა, მსურს დაგარწმუნოთ, რომ ის გამოჩნდა: დღეს, 10:00 საათზე ის მივიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ესტერ დიარმატისთან ერთად. არის შეხვედრაზე და ისინი ახლა ანადგურებენ დოკუმენტებს, რომლებიც უკავშირდება სანქციებს. ეს ხდება ახლა უნგრეთში. ვიცით, რომ ადამიანები ანადგურებენ დოკუმენტებს ზუსტად ისე, როგორც ძველ, კომუნისტურ ეპოქაში - შრედერები მუშაობს მუდმივ რეჟიმში, არა მხოლოდ სამინისტროებში, არამედ მათ უკან მდგომ უწყებებშიც, ისინი ანაკუწებენ დოკუმენტებს, მაგრამ ეს არ უშველის.
tbl.ge/7h91
დაკოპირდა

თქვა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტია Tisza-ს ლიდერმა, პეტერ მადიარმა არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ საერთაშორისო პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- უნგრეთი პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
- მადიარის მოწოდებების მიუხედავად, უნგრეთის პრეზიდენტი გადადგომაზე უარს აცხადებს
- უნგრეთის ახალმა პრემიერმინისტრმა ორბანის ყოფილი ოფისის შენობას სიმბოლურად ღობე მოხსნა
- Reuters: ორბანის მარცხის შემდეგ მისი შექმნილი მედიის იმპერია სწრაფად იშლება
- უნგრეთი ევროკავშირის ვეტოს უფლების ბოროტად გამოყენებას შეწყვეტს - ახალი საგარეო მინისტრი




