ვულოცავ არჩევნებში თვალნათლივ გამარჯვებას პეტერ მადიარს - მას იტალიის მთავრობა წარმატებულ მუშაობას უსურვებს. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს, ვიქტორ ორბანს ამ წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობისთვის და ვიცი, რომ ის ოპოზიციიდანაც გააგრძელებს თავისი ქვეყნის მსახურებას. იტალია და უნგრეთი არის ქვეყნები, რომლებსაც მეგობრობის ღრმა კავშირი აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხების სასარგებლოდ და ევროპულ და საერთაშორისო დონეზე საერთო გამოწვევებზე პასუხის გასაცემად კონსტრუქციული სულისკვეთებით თანამშრომლობას გავაგრძელებთ.
tbl.ge/7h8v
დაკოპირდა

წერს იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯა მელონი X-ზე.
ცნობისთვის, წინასწარი შედეგებით, უნგრეთის ოპოზიციურ პარტიას, Tisza-ს პარლამენტში სუპერუმრავლესობის, ანუ მანდატების ორი მესამედის, მოსაპოვებლად საკმარისი ხმა აქვს. სუპერუმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში Tisza-ს კონსტიტუციის შეცვლა შეეძლება.
ხმათა ახლანდელი განაწილებით, Tisza-ს 199-კაციან პარლამენტში 138 მანდატი აქვს, მმართველი პარტიის კოალიციას კი - 55. მესამე ადგილს Mi Hazank იკავებს - 6 მანდატით.
ამავე თემაზე
- ორბანი: მარცხის შემდეგ ტკივილი და სიცარიელე ვიგრძენი
- ხოშტარია: ერთიანი ევროპის იდეამ მოლდოვაში და უნგრეთში გაიმარჯვა, უნდა გასამდეს ჩვენთან
- კირცხალია: ბატონი ორბანი ყოველთვის დარჩება მეგობრად, ყოველთვის ვეტყვით მადლობას
- მადიარი: ხალხმა იგრძნო, რომ მშვიდობა დიდწილად სწორედ ევროკავშირისა და NATO-ს დამსახურებაა
- მადიარი: ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა




