საქართველო-აშშ

მახაშვილი: აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ახალი დღის წესრიგით ვცდილობთ

ჩვენ რასაც ვცდილობთ, არის აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა ახალი დღის წესრიგით - ოღონდ, მათ შორის, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენი მიზანი არაა ყველაფრის ფასად ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენი წითელი ხაზებია: მშვიდობა, სტაბილურობა და საქართველოს ეკონომიკური განვითარება. ამ მიზნების გარშემო, ამერიკელებთანაც და სხვებთანაც კონკრეტული თანამშრომლობისთვის მზად ვართ.

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაზე.

კომენტარები