აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

WSJ: აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად მიმდინარე ძალისხმევა ჩიხში შევიდა

თეირანი 7 მარტს ნავთობის საცავებზე ისრაელის საჰაერო იერიშების შემდეგ
Sasan / Middle East Images / AFP via Getty Images

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 3 აპრილს შუამავლებმა განაცხადეს, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად რეგიონული ქვეყნების ძალისხმევა, რომელსაც პაკისტანი ხელმძღვანელობდა, ჩიხში შევიდა.

მედიატორების თქმით, ირანმა მათ ოფიციალურად განუცხადა, რომ არ არიან მზად მომდევნო დღეებში ისლამაბადში აშშ-ს მაღალჩინოსნებთან შესახვედრად და დაამატეს, რომ ამერიკის მოთხოვნები მიუღებელია. 

წყაროების მიხედვით, თურქეთი და ეგვიპტე მაინც ცდილობენ, რომ წინ წასასვლელი გზა გამონახონ და მოლაპარაკებებისთვის ახალი ადგილები განიხილონ, მათ შორის, კატარის დედაქალაქი დოჰა ან სტამბოლიც. 

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ირანმა აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადება სთხოვა, რაც ირანის რეჟიმმა უარყო, ხოლო საკითხზე ინფორმირებულმა პირებმა განაცხადეს, რომ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის იდეის მიმართ მზადყოფნა გამოხატა, თუკი ირანი ჰორმუზის სრუტეს გახსნიდა. 

უფრო ადრე შუამავლებმა აღნიშნეს, რომ ირანი ომის დამთავრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუკი აშშ თეირანს რეპარაციებს გადაუხდიდა, ახლო აღმოსავლეთში ბაზებს დატოვებდა და მათ თავდაუსხმელობის გარანტიას მისცემდა. 

კომენტარები