აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ტრამპი Reuters-ს: ირანიდან საკმაოდ მალე გამოვალთ, შესაძლოა წერტილოვანი იერიშებისთვის დავბრუნდეთ

AP

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ "ირანიდან ძალიან მალე გამოვა" და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა "წერტილოვანი დარტყმებისთვის" დაბრუნდეს.

ტრამპმა ეს კომენტარი ვაშინგტონის დროით 21:00 საათზე აშშ-ს მოქალაქეებისთვის დაანონსებულ მიმართვამდე გააკეთა.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ მიმართვაში NATO-ს მიმართ თავის აღშფოთებას გამოხატავდა, რადგან მიაჩნია, რომ ალიანსმა ირანში აშშ-ს მიზნების მიმართ მხარდაჭერა არ გამოუხატავს. მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატების NATO-დან გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

NATO-ს შესახებ მსგავსი განცხადება ტრამპმა დღეს The Telegraph-თან საუბრის დროსაც გააკეთა.

კომენტარები