ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-თან საუბრის დროს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის სერიოზულად განიხილავს აშშ-ს NATO-დან გამოსვლის შესაძლებლობას.
გამოცემის მიხედვით, მან ორგანიზაციას "ქაღალდის ვეფხვი" უწოდა.
პასუხად კითხვაზე, განიხილავს თუ არა ირანის კონფლიქტის დასრულების შემდეგ აშშ-ს NATO-ს წევრობის საკითხის გადახედვას, ტრამპმა განაცხადა, რომ ეს უკვე "გადახედვას გასცდა."
"მე NATO არასდროს არ მიზიდავდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ქაღალდის ვეფხვი იყო, და ეს პუტინმაც იცის, სხვათა შორის," - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ინტერვიუში ტრამპმა ირანის კონფლიქტში არ ჩართვის გამო გაერთიანებული სამეფო გააკრიტიკა.
"თქვენ საზღვაო ძალებიც კი არ გყავთ. ზედმეტად ბებრები ხართ და გყავდათ ავიამზიდები, რომლებიც არ მუშაობდა," - განაცხადა ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოზე.





