იემენელმა ჰუსიტებმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
Times of Israel წერს, რომ მიმდინარე ომში მათი პირველი თავდასხმით ჰუსიტები კონფლიქტში ირანის მხარეს ჩაერთნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰუსიტების მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წარმატებით უვნებელყვეს და იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.





