აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს 6 აპრილის საღამომდე აჩერებს. ის წერს, რომ მოლაპარაკებები "ძალიან კარგად" მიმდინარეობს.
"ირანის მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად, გთხოვთ, ეს განცხადება გამოიყენოთ იმის საჩვენებლად, რომ მე ირანის ენერგოობიექტებზე იერიშებს 10 დღით, 6 აპრილამდე ვაჩერებ. მოლაპარაკებები გრძელდება და ყალბი ამბების გამავრცელებელი მედიისა და სხვების მიერ საპირისპირო მცდარი განცხადებების მიუხედავად, ძალიან კარგად მიმდინარეობს". - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
-
Reuters: ირანი აშშ-ს 15-პუნქტიან გეგმას, საჯარო კრიტიკის მიუხედავად, კვლავ განიხილავს
-
ირანმა აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 15-პუნქტიანი შეთავაზება მიიღო
- სურვილების სიაა – ირანი ტრამპის სამშვიდობო შეთავაზებით უკმაყოფილოა
ტრამპმა 23 მარტს განაცხადა, რომ ირანთან "კარგი საუბრების" გამო ენერგოობიექტებზე იერიშებს 5 დღით, 28 მარტამდე შეწყვეტდა. დღეს კი მან ეს ვადა 6 აპრილამდე გაახანგრძლივა.
მანამდე, 21 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის რეჟიმს ულტიმატუმი წაუყენა და ჰორმუზის სრუტის “სრულად გახსნა” მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თეირანს ქვეყნის ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა:
თავის მხრივ, ირანი ტრამპის ულტიმატუმის პასუხად სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკისა და წყლის სისტემებზე დარტყმებით დაიმუქრა.





