აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

NYT: საუდის არაბეთის პრინცი ტრამპს ურჩევს, "გააგრძელოს ირანზე ძლიერი დარტყმები"

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და საუდის არაბეთის პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი

New York Times-ის ცნობით, აშშ-ს მაღალჩინოსნები ადასტურებენ, რომ ირანში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად ესაუბრება არაბ ლიდერებს, განსაკუთრებით საუდის არაბეთი მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს.

გამოცემა წერს, რომ რამდენიმე მაღალჩინოსნის თქმით, ბატონი ტრამპი პრინცისგან რჩევას იღებს, გააგრძელოს ირანელებზე ძლიერი დარტყმები.

NYT ასევე აღნიშნავს, რომ პრინცი არსებითად იმეორებს რჩევას, რომელიც საუდის არაბეთის მეფე აბდულამ, რომელიც 2015 წელს გარდაიცვალა, არაერთხელ მისცა ვაშინგტონს: "მოკვეთეთ გველს თავი."

თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა მოკლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი. 

მოკლულთა შორის ასევე არიან ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.

თუმცა, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ირანის რეჟიმის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად ხამენეის შვილი, 56 წლის მოჯთაბა აირჩიეს

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ წამოწყებული იერიშების სამიზნე მოჯთაბა ხამენეიც იყო, თუმცა, ისრაელის შეფასებით, ის დარტყმების დროს მხოლოდ დაიჭრა. 

 

კომენტარები