აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

პომპეო ირანზე: ჩვენ ვაჩვენეთ აშშ-ს შესაძლებლობები და ამერიკელების მზადყოფნა

შეკავების დოქტრინა დამოკიდებულია აბსოლუტური ძალის თანმიმდევრულ ან, სულ მცირე, რეგულარულ გამოყენებასა და იმის დემონსტრირებაზე, რომ ბუდეში იარაღი გაქვს. რომ შეგიძლია მისი ხელში აღება და ახლა ჩინეთის ხელმძღვანელობა ორ რამეს ფიქრობს: პირველი, სი ძინფინგი იმავეს კითხულობს, რაც პუტინმა იკითხა - რატომ მომატყუეთ ჩვენი შეიარაღების სისტემების შესაძლებლობებზე, ამერიკის დაცემასა და გახრწნაზე, და დასავლეთის დაღმასვლასა და თავხედობაზეო, რომ ისინი სუსტები გახდნენო.

ეს მოდელი ვლადიმირ პუტინმა აჩვენა მას და ამან გამოიწვია... სხვათა შორის, ამისთვის დამაჯერებელი მიზეზები ჰქონდა, არა? მას ძალზე განსხვავებული პრეზიდენტი ჰყავდა თეთრ სახლში, რომელმაც ავღანეთი მიატოვა და მწვანე აუნთო სისუსტის იდეას და ვფიქრობ, რასაც ვხედავთ იმ ქმედებებში, რაც 7 ოქტომბრის, ივნისის იერიშების, ოპერაცია შუაღამის უროსა და ახლა ამის [ირანის] შემდეგ მოხდა, არის ის, რომ ვაჩვენეთ როგორც ამერიკის უნარი, რა თქმა უნდა, ჩვენს ისრაელელ პარტნიორებთან ერთად, მაგრამ ასევე ვიხილეთ ამერიკელების მზადყოფნა, რომ გყავს ლიდერი, რომელიც მზად იყო ეთქვა, "არა, ეს მნიშვნელოვანია ამერიკისთვის," სხვათა შორის, შიდა პოლიტიკური მხარდამჭერების უშველებელი ნაწილის წინააღმდეგაც.

ასე რომ, მან თქვა: "არ მაინტერესებს შიდა პოლიტიკა, ამერიკისთვის სწორ ნაბიჯს გადავდგამო" და ახლა მან ამის გაკეთების უნარი აჩვენა, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ტაივანელები, იაპონელები და ფილიპინელები დღეს თავს ბევრად უკეთ გრძნობენ, რომ სწორი პარტნიორი აირჩიეს ამ მეორე მსოფლიო ომიდან 75 წლის შემდგომ მოდელში, სადაც ყველანი ვცდილობთ, გავერკვეთ, როგორი იქნება მსოფლიო. ჩემი აზრით, ეს აშკარად კარგი რამეა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

ამბობს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო.

კომენტარები