კობახიძე უვიზოზე: ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა

ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა, რომელიც საით მიაქანებს, ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს, ეს მართლა არ ვიცი, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ - ჩვენ ვსაუბრობთ მათ შორის ეკონომიკაზე. მსოფლიო ეკონომიკაში 30% იყო ევროკავშირის ეკონომიკის წილი 2008 წელს, ახლა არის ჩამოსული 17.5%-მდე, 2025 წლის მონაცემები იქნება კიდევ უფრო დაბალი.

კურსი აქვს გასასწოერებელი ევროპულ ბიუროკრატიას, იმისითვის, რომ თავიდან აარიდოს ის პრობლემები, რომლებსაც ის უქმნის სრულიად ხელოვნურად ევროკავშირს. ეს არის, რაც შემიძლია, გითხრათ. ჩვენ გვაქვს კურსი გასწორებული, ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი, ჩვენი ერთერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია, ჩვენ კურსი გვაქვს გასწორებული, თუმცა, ეს კურსი ევროპულმა ბიუროკრატიამ დღემდე ვერ გაასწორა.

ამბობს ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროკომისიის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რომლის მიხედვითაც, თუ ქართული ოცნება კურსს არ გამოასწორებს, უვიზო მიმოსვლის გაუქმება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება.

კომენტარები