უვიზო რეჟიმი

კობახიძე: მოვაგვარებთ ამ ყველაფერს, შევიტანთ განაცხადს, ავიღებთ ვიზას

მახსოვს, სააკაშვილი ხსნიდა ხოლმე ერთი და იგივე ობიექტს ხუთჯერ და ამ შემთხვევაში ევროკავშირმა ხუთჯერ გააუქმა ერთი და იგივე სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის.

აი, სააკაშვილის სტანდარტია, ნაცმოძრაობის სტანდარტი, უდაბლეს დონეზეა ჩასული ევროპული ბიუროკრატია, საერთოდ აღარ არის ეს საკითხი საინტერესო, ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ორმაგ სტანდარტებს, სრულ განუკითხაობას, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში, არის ძალიან ტრაგიკული ის მდგომარეობა, რომელიც არის შექნილი...

... მოვაგვარებთ ამ ყველაფერს ძალიან მარტივად, შევიტანთ განაცხადს, ავიღებთ ვიზას და წავალთ შეესაბამის ქვეყანაში.

ირაკლი კობახიძე დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე.

კომენტარები