გრანტების რუსული კანონი

რეჟიმს ყველაზე მეტად ხალხის არაღიარების ეშინია – ოპოზიციის ალიანსი გრანტების რუსულ კანონზე

ოპოზციის ალიანსი ივანიშვილის რეჟიმის მიერ გრანტების რუსული კანონსა და კანონის ოცნების "არაღიარებაზე" მიღებას ეხმაურება. 

ოპოზიციის შეფასებით რეჟიმი თავადვე ააშაკავებს საკუთარი მარცხის წინაპირობას - "მას ყველაზე მეტად ხალხის არაღიარების ეშინია".

"გუშინ ბიძინა ივანიშვილის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო მორიგი რეპრესიული კანონი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს რეჟიმის არალეგიტიმურად მიჩნევის გამო სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება.

დიქტატორი ივანიშვილი საკუთარი ლეგიტიმაციის არაღიარებისთვის პატიმრობით სჯის იმ ხალხს, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროა.

მსგავს ნაბიჯებს მხოლოდ ის ხელისუფლება დგამს, რომელმაც იცის, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რადგან მან უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას.

სწორედ მოღალატეობრივ პოლიტიკაზე საზოგადოების სამართლიანი რეაქციის გასანეიტრალებლად სჭირდებათ მსგავსი დრაკონული კანონები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს აუქმებს.

თუმცა ამავდროულად, რეჟიმი თავადვე ააშკარავებს საკუთარი მარცხის წინაპირობას: მას ყველაზე მეტად ხალხის არაღიარების ეშინია.

ოპოზიციის ალიანსი კიდევ ერთხელ ვადასტურებთ გამარჯვების შეთანხმებულ სტრატეგიას: არ ვაღიარებთ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას და ერთობლივად ვმუშაობთ არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ქვეყანას ეყოლება დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გააუქმებს ყველა რეპრესიულ კანონს". - ნათქვამია განცხადებაში. 

4 მარტს რეჟიმმა გრანტების რუსული კანონი მიიღო. ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს III მოსმენით მხარი ივანიშვილის 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კომენტარები