აშშ-ის ომის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის თქმით, კვირაზე ნაკლებ დროში აშშ-სა და ისრაელს ირანის ცაზე სრული კონტროლი ექნებათ.
"ჯერ მხოლოდ მე-4 დღეა [...] ჩვენ ახლახან დავიწყეთ მათი შესაძლებლობების ჩამოშლა, დემორალიზაცია და განადგურება. ჯერ ძალიან ადრეა და როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, ჩვენ დავხარჯავთ იმდენ დროს, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, მსოფლიოში ორ ყველაზე ძლიერ საჰაერო ძალას ირანის ცაზე სრული კონტროლი ექნება". - თქვა ჰეგსეთმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე.
ჰეგსეთის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დღე და ღამე იფრენენ და იპოვიან ირანის სამხედრო ძალების რაკეტებს, თავდაცვით-სამრეწველო ბაზებს, მათ ლიდერებს და გაანადგურებენ.
"ირანელი ლიდერები ცაში აიხედავენ და იქ მხოლოდ აშშ-სა და ისრაელის საჰაერო ძალებს დაინახავენ - ყოველდღიურად, იქამდე, სანამ ჩვენ არ გადავწყვეტთ, რომ ყველაფერი დასრულდა. ირანი ამის საპასუხოდ ვერაფერს გააკეთებს. წინ უფრო მეტი და ძლიერი ტალღებია, ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ". - განაცხადა ჰეგსეთმა.
ჰეგსეთმა ასევე თქვა, რომ როცა ისინი ირანის ცაზე სრულ კონტროლს დაამყარებენ, აშშ 500, 1 000 და 2 000-ფუნტიანი ბომბების ჩამოყრას დაიწყებს.





