საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გასცა ბრძანება, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდი შარლ დე გოლი გაიგზავნოს. ავიამზიდი კურსს ფრეგატების ესკორტთან ერთად აიღებს. მაკრონმა ამის შესახებ სპეციუალურ განცხადებაში ისაუბრა.
"ამ არასტაბილური სიტუაციისა და მომავალი დღეების გაურკვევლობების პირისპირ ავიამზიდ შარლ დე გოლს, საკუთარი საჰაერო შესაძლებლობებითა და ფრეგატთა ესკორტით, ვუბრძანე, გაცურონ ხმელთაშუა ზღვისკენ." - თქვა მაკრონმა.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ დღეებში საფრანგეთი რეგიონში ავიაგამანადგურებლებს, საჰაერო ტავდაცვის სისტემებსა და რადარებს იყენებდა.
"გავაგრძელებთ ძალისხმევას, რამდენადაც საჭირო იქნება." - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა კვიპროსზე მდებარე ბრიტანულ ბაზაზე ირანის იერიშს და დაამატა, რომ კვიპროსი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელთანაც საფრანგეთს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს გაფორმებული.
"აქ საჭიროა ჩვენი დახმარება. ამიტომაც გადავწყვიტე გამეგზავნა დამატებითი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები აქაც, ფრანგულ ფრეგატ Languedoc-თან ერთად, რომელიც კვიპროსის სანაპიროსთან ამ საღამოს მივა". - თქვა მაკრონმა.
-
საფრანგეთმა გაერთიანებულ საამიროებში ავიაგამანადგურებლებით საკუთარი ბაზების დაცვა დაიწყო
-
ბრიტანეთი კვიპროსის მიმართულებით საჰაერო თავდაცვის მქონე ხომალდს გზავნის





