აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემების დაზღვევასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. დაზღვევის გარდა, ტრამპის თქმით, საჭიროების შემთხვევაში აშშ-ს ფლოტი ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო ხომალდების ესკორტირებასაც დაიწყებს.
"დაუყოვნებლივ ძალაშია ჩემი ბრძანება შეერთებული შტატების განვითარების ფინანსთა კორპორაციისთვის (DFC), საკმაოდ მისაღებ ფასად უზრუნველყოს პოლიტიკური რისკის დაზღვევა და ფინანსური უსაფრთხოების გარანტიები ყველანაირი საზღვაო ვაჭრობისთვის, განსაკუთრებით [სპარსეთის] ყურეში გამავალი ენერგიისთვის. ეს შეეხება ყველა გადაზიდვის ხაზებს. თუ საჭირო იქნება, შეერთებული შტატების ფლოტი დაიწყებს ჰორმუზის სრუტეში ტანკერების ესკორტირებას, რაც შეიძლება მალე. რაც არ უნდა მოხდეს, შეერთებული შტატები უზრუნველყოფს ენერგიის თავისუფალ დინებას მსოფლიოში. შეერთებული შტატების ეკონომიკური და სამხედრო ძალა დედამიწაზე უდიდესია - შემდეგი ნაბიჯები გზაშია." - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში.





