კობახიძის განათლების რეფორმა

წელს აბიტურიენტებს პროფესიული მიმართულებების არჩევაც შეეძლებათ - მიქანაძე

ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ დასანქცირებული იმედის ეთერში განაცხადა, რომ წელს აბიტურიენტებს შეეძლებათ როგორც უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების, ისე პროფესიული მიმართულებების არჩევაც.

მიქანაძის განმარტებით, მათ, ვინც ვერ შეძლებს საკმარისი ქულების დაგროვებას, შესაძლებლობა ექნებათ სრული დაფინანსებით დაეუფლონ პროფესიებს.

"წელს გვაქვს სიახლე, გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა შესაბამის სარეგისტრაციო კითხვარ-ანკეტებში შემოხაზონ მათთვის სასურველი უნივერსიტეტები და ფაკულტეტები, ამასთანავე მათ შეეძლებათ აირჩიონ სულ მცირე 3 პროფესიული მიმართულება და იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ვერ შეძლებენ საკმარისი ქულების დაგროვებას, რომ მათთვის სასურველ უნივერსიტეტში შესაბამის ფაკულტეტზე მოხვდნენ, სახელმწიფო სთავაზობს მინიმუმ 10 000 ადგილს პროფესიული მიმართულებით და სრულ დაფინანსებას, რომ მათ გააგრძელონ სწავლა მათ მიერ შერჩეული პროფესიების დასაუფლებლად." - განაცხადა მიქანაძემ. 

კომენტარები