აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერზე იერიში მიიტანეს

ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერზე მიტანილი იერიშის კადრები
Reuters

ომანის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერზე იერიში მიიტანეს.

თავდასხმის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი და ეკიპაჟის სხვა წევრები უკვე ევაკუირებულები არიანი.

ომანის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის განცხადებაში თავდამსხმელის ვინაობა და იერიშის მიტანისას გამოყენებული იარაღი დაკონკრეტებული არაა, თუმცა შემთხვევა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) განცხადებას მოჰყვა.

ირანი ჰორმუზის სრუტეში ხომალდებს განცხადებას უგზავნის, რომ სრუტე დაკეტა 

კომენტარები