The Times of Israel-ს აშშ-ს ოფიციალური პირი უყვება, რომ დღეს დილას ირანზე იერიში ისრაელთან ერთად აშშ-მაც მიიტანა.
ამავე ინფორმაციას, ისრაელის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, ისრაელის მე-12 არხიც ავრცელებს.
ასევე, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ს დარტყმები საჰაერო და საზღვაო გზით განხორციელდა.
ცნობისთვის, ინფორმაცია ირანზე იერიშის მიტანის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ისრაელმა დაადასტურა, ხოლო აშშ-ს ჩართულობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.





