საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გზის მონაკვეთზე მეტეოროლოგიური პირობების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.
განახლება: ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ10-კმ104 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე - დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე - იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ10-კმ104 მონაკვეთზე (ხაშური-ვალეს საბაჟო) - იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე - იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე - დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ107 (მლეთა–კობის) მონაკვეთზე - იკრძალება ყველა სახის საგზაო მოძრაობა;
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 (გომი-ზესტაფონი) მონაკვეთზე - დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.





