კრიმინალი

შსს: დავაკავეთ რუსეთის მოქალაქე, მას საქართველოში 13 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი შემოჰქონდა

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარებისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1973 წელს დაბადებული ვ.ა დააკავეს. შსს-ს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, "დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს".

"სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სპეციალური სკანერის საშუალებით, სხვადასხვა მოდელის 13 ცეცხლსასროლი იარაღი და 9 მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაც ბრალდებულს სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებს შსს.

კომენტარები