რუსული რეჟიმი

აქციაზე ტროტუარზე დგომისთვის რეჟიმმა მოქალაქეები სამართალდამრღვევებად ცნო

დღეს ივანიშვილის სასამართლომ საპროტესტო აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო მოქალაქეების ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ნაწილი - დააჯარიმა, ნაწილს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

  • თამო გოგოლაძე - ცნეს სამართალდამრღვევად და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს;
  • ზურა პაპიაშვილი - შეეფარდა 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
  • თემურ ბერიანიძე - დააჯარიმეს 5 000 ლარით.

სამივე შემთხვევაში მოსამართლე დავით მაკარაძე იყო.

6 მარტამდე გადაიდო ზვიად მჟავანაძის პროცესი.

კომენტარები