არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება

სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთში თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით - 1984 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს.

"გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ი.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს". - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები