ჟენევაში აშშ-ს შუამავლობით სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Суспільне, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის პრესმდივანზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ორი დელეგაციის ხელმძღვანელები რუსტემ უმეროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე დავით არახამია ესწრებოდა.
რუსულ მედიასთან კომენტარში მედინსკიმ ორმხრივი შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
უკრაინული მედიის ცნობით, მოლაპარაკებები დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა განხილული თემები ჯერჯერობით უცნობია.





