გრანტების რუსული კანონი

გრანტების რუსულ კანონს II მოსმენით მხარი დაუჭირეს

ივანიშვილის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე გრანტების რუსულ კანონს II მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მომხრე ივანიშვილის 83 დეპუტატი იყო.

1-ელი მოსმენის შემდეგ, რეჟიმმა კანონპროექტში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში ემატება მუხლი - ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.

გარდა ამისა, მეორე მოსმენის ფარგლებში, მეწარმე იურიდიული პირის "პოლიტიკურ აქტივობაზეც" გამკაცრდა სასჯელი.


ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების გასანადგურებლად ახალ შეზღუდვებს აწესებს. 

28 იანვარს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ცვლილებები შეაქვთ გრანტების შესახებ კანონში. შემოაქვთ ახალი ტერმინთა განმარტება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობები - გრანტების კანონის დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს. 

კომენტარები