გურიაში, ოზურგეთში მანქანის აფეთქების შედეგად კაცი დაშავდა.
გურიის მოამბის ინფორმაციით, 55 წლის ზვიად ჯინჭარაძე, მეტსახელად "ჯუმათა" საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.
გამოცემის ცნობით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ჯინჭარაძე მანქანაში ჩაჯდა.
ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
ავტომანქანის აფეთქება
გურიაში ავტომანქანის აფეთქების შედეგად კაცი დაშავდა





