ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი პირდაპირ გამოეხმაურა აშშ-ს სამხედრო მუქარებს. “მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა არმიამაც კი შეიძლება ზოგჯერ ისეთი დარტყმა მიიღოს, რომ ვეღარ წამოდგეს,” - განაცხადა მან საჯარო გამოსვლის დროს.
“ისინი გამუდმებით ამბობენ, რომ ირანისკენ ავიამზიდი გაგზავნეს. ძალიან კარგი, ავიამზიდი საშიში მოწყობილობაა, მაგრამ ავიამზიდზე უფრო საშიშია ის იარაღი, რომელსაც მისი ზღვის ფსკერზე ჩაძირვა შეუძლია,” - ამბობს ხამენეი.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდიც გაგზავნა იმ შემთხვევისთვის, თუკი ირანის რეჟიმი აშშ-სთან "სწორ შეთანხმებას" არ დადებს. პარალელურად, გამოცემა Reuters წერს, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები ირანთან გრძელვადიანი დაპირისპირების შესაძლებლობისთვის ემზადება.





