რუსული რეჟიმი

ყაველაშვილი: სამართალდამცველებო, თქვენ ხართ გმირები!

2025 წლის 4 ოქტომბრის საღამოს განვითარებულმა მოვლენებმა სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები - ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინათ [...] ვისაც საქართველოში რევოლუციის მოწყობა უნდა, შეუძლებელია, მას ჩვენს ქვეყანაზე გული შესტკიოდეს [...]

ძალადობრივი რევოლუციის მე-5 მცდელობის აღკვეთაში ქართველ ხალხთან ერთად განსაკუთრებული როლი სამართალდამცველებსა და საქართველოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებს მიუძღვით. მინდა, სამშობლოს სიყვარულისა და თავდადებისთვის თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენს ჯარისკაცებთან და საჯარო მოხელეებთან ერთად, თქვენ ხართ გმირები, რომლებიც დაუღალავად ზრუნავთ სახელმწიფოს მდგრადობაზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობის დაცვაზე. 

თქვა ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში, სადაც მის ყოველწლიურ მოხსენებას უსმენენ. 

კომენტარები