ივანიშვილის რუსული რეჟიმი

ვხედავთ რა დღეში არიან EU-ს წევრი ქვეყნები და როგორ იღვიძებს საზოგადოება - კირცხალია

ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვს და დასძინა რომ ხედავენ "რა დღეში არიან" ევროკავშირის ის წევრი ქვეყნები, რომლებიც "ერთ დროს დემოკრატიის აკვნად" იწოდებოდა. 

"ალბათ, ჩემი პოლიტიკური განცხადება გაქვთ მხედველობაში, რომელიც მე ერთ-ერთი პლენარული სხდომის დროს გავაკეთე და ჩვენს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რას გამოვეხმაურეთ შვედეთთან მიმართებით და რას ემსახურებოდა ეს განცხადება.

ემსახურებოდა იმ უტიფარ განცხადებას და იმ უტიფარ შეშფოთებებს… დავაანონსეთ, რომ არა მხოლოდ შვედეთი იქნება ჩვენი მხრიდან შეშფოთების საგანი მათ რეალურ რეგრესზე, მათ დემოკრატიულ და ეკონომიკურ უკუსვლაზე და ამას ჩვენ გავაგრძელებთ. თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც, რომლებიც იწოდებოდა ერთ დროს დემოკრატიის აკვნად, ვხედავთ რა დღეში არიან და როგორ იღვიძებს ნელ-ნელა საზოგადოება და საზოგადოების ხმა.

ასერომ, თითოეულ იმ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს." - თქვა კირცხალიამ. 

კომენტარები