გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის (PURL) პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის $205 მილიონის ამერიკულ შეიარაღებას შეისყიდის.
ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰეილიმ განაცხადა.
"მოხარული ვარ დავადასტურო, რომ გაერთიანებული სამეფო PURL-ისთვის 150 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს. ერთად ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინა იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობებით, რომელიც მას პუტინის სასტიკი შეტევის საპასუხოდ სჭირდება" - თქვა ჰეილიმ.
ცნობისთვის, უკრაინისთვის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის (PURL) პროგრამაში მონაწილეობას NATO-ს ოცზე მეტი ქვეყანა გეგმავს, ინიციატივას ასევე უერთდებიან ავსტრალია და ახალი ზელანდიაც. PURL-ის ფარგლებში უკრაინას უკვე მიეწოდა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები და სხვა აღჭურვილობა.





