ვერანაირი პროცესი ვერ იქნება წარმატებული, ყველა პოლიტიკური გუნდისთვის ძალაუფლების მოპოვების თანაბარი შესაძლებლობის გარეშე. პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სხვებს შეუძლიათ, საათები დახარჯონ საარჩევნო კანონების შესწორებების განხილვაში: ბარიერის დაწევა, პროცედურული რეფორმა, ტექნიკური დეტალების შეცვლა, მაგრამ ეს ყველაფერი უმნიშვნელოა, თუ მმართველი გუნდი არ გამოხატავს მზადყოფნას, ძალაუფლება გააზიაროს, ან, საერთოდ, არჩევნების წაგების შემთხვევაში, მზადყოფნას, რომ გადადგეს.
პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას აზრი არ აქვს, თუ არ არსებობს რეალური გზა, ძალაუფლების მშვიდობიანად შესაცვლელად. ეს მართალია საქართველოსთვისაც და ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც.
ქართული ოცნების წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არასტაბილურობა გაგრძელდება, თუ არ გამოაჩენენ მზაობას, სამართლიან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისთვის, რომელშიც შესაძლებელია, რომ წააგონ





