კობახიძის განათლების რეფორმა

პაპუაშვილი: განათლების რეფორმის შედარება შეიძლება მხოლოდ თსუ-ს დაარსების პერიოდთან

უმაღლესი განათლების კონცეფცია არის გააზრებული, ფუნდამენტური რეფორმის გეგმა და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს იქნება ისტორიული რეფორმა განათლებისა. მისი შედარება, ალბათ, შეიძლება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თავის დროზე დაარსების პერიოდთან, როდესაც საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემა პირველად იქმნებოდა.

ასეთი ხასიათის შედეგი ექნება უმაღლესი განათლების ხარისხის, მისი ინსტიტუციური მოწყობის, ინფრასტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით, ამ რეფორმას. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ მთავრობა კონცენტრირებულია მთავარ მიზნებსა და ამოცანებზე ამ რეფორმის.

თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან. 

კომენტარები