ჯგუფური ძალადობა

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 4 პირი: 2004 წელს დაბადებული ზ.თ., 2000 წელს დაბადებული ნ.დ.,1990 წელს დაბადებული შ.შ. და 1997 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 თებერვალს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1990 წელს დაბადებულ ვ.ა.-ს განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო 1988 წელს დაბადებულ პ.კ.-ს და 1990 წელს დაბადებულ გ.ზ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს". - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 126-ე პირველი პრიმა მუხლის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

კომენტარები