მასკი: მარსზე გამგზავრების ნაცვლად SpaceX ყურადღებას მთვარეზე ქალაქის აშენებას დაუთმობს

SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy
John Kraus / X

ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა 8 თებერვალს დაწერა, რომ მისი კომპანია SpaceX მარსზე ქალაქის აშენების ამბიციის ნაცვლად ყურადღებას ჯერ მთვარეზე "თვითმზარდი ქალაქის" აშენებას დაუთმობს. 

"მათთვის, ვინც არ იცის, SpaceX-მა უკვე გადაიტანა ყურადღება მთვარეზე თვითმზარდი ქალაქის მშენებლობაზე, რადგან ჩვენ ამის მიღწევა პოტენციურად 10 წელიწადზე ნაკლებში შეგვიძლია, ხოლო მარსს 20 წელზე მეტი დასჭირდება." - წერს მასკი საკუთარ სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე.

მაინც შეეცდება მარსის ქალაქის აშენებას და ამაზე მუშაობას კომპანია დაახლოებით 5-7 წელიწადში დაიწყებს, თუმცა "უპირატესი პრიორიტეტი ცივილიზაციის მომავლის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა და მთვარე უფრო სწრაფია". 

"SpaceX-ის მისია იგივე რჩება: ცნობიერებისა და სიცოცხლის, როგორც ეს ჩვენთვის ცნობილია, ვარსკვლავებამდე განვრცობა". - დაამატა მასკმა. 

მასკის პოსტამდე გამოცემა Wall Street Journal-მა დაწერა, რომ როგორც SpaceX-მა ინვესტორებს განუცხადა, კომპანია პრიორიტეტს მთვარეზე დაბრუნებას მიანიჭებდა, ხოლო მარსზე გამგზავრებას უფრო მოგვიანებით შეეცდებოდნენ. გამოცემის ცნობით, შეცვლილი გეგმების ფარგლებში, კომპანიისთვის მთვარეზე ეკიპაჟის გარეშე დაჯდომის პოტენციური სამიზნე თარიღი 2027 წლის მარტი იქნება. 

კომენტარები