სურსათის ეროვნულმა სააგენტოს განცხადებით, ქუთაისში ყველის კუსტარული საწარმო გამოავლინეს.
სააგენტოს მიხედვით, გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
"სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ქუთაისში, ლერმონტოვის N10-ში რძისა და რძის პროდუქტების არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს. ინდმეწარმე ბ. კ. სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ ყველს.
მავნედ მიჩნეული რძის შემცველი პროდუქტი, ე. წ. ყველი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
იმერეთის რეგიონში სურსათის უვნებლობის მიმართულებით სახელმწიფო კონტროლი აქტიურად გრძელდება. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საზოგადოებას." - წერია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციას.





