განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის", "მეთადონისა" და "გამომშრალი მარიხუანის" უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით შსს-მ სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.ბ., 1990 წელს დაბადებული ჯ.ა. და 1985 წელს დაბადებული ა.ა. დააკავა.
გამოძიების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჰეროინი, მეთადონი და გამომშრალი მარიხუანა - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს





