აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, აზერბაიჯანის მთავრობამ რუსეთის ელჩი მიხეილ ევდოკიმოვი დაიბარა და მას საპროტესტო ნოტა გადასცა.
მიზეზად პრესსამსახურმა რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის განცხადება დაასახელა, რესპუბლიკაში სომხეთის მოქალაქეების მიმართ გამოტანილ განაჩენებთან დაკავშირებით.
ზატულინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაქოს სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილება მთიანი ყარაბაღის ყოფილი ხელმძღვანელობის მიმართ "თავნებობისა და ღალატის სამარცხვინო ზეიმი" იყო.
ცნობისთვის, 5 თებერვალს ბაქოს სამხედრო სასამართლომ, მთიანი ყარაბაღის ყოფილი პრეზიდენტს, არაიკ არუთიუნიანს, სამხედრო დანაშაულების, ტერორიზმისა და სხვა მძიმე ბრალდებების საფუძველზე, სამუდამო პატიმრობას მიუსაჯა.
უვადო პატიმრობა ასევე მიესაჯა 2023 წლის ბოლოს დაკავებულ მთიანი ყარაბაღის 4 ყოფილი ოფიციალურ პირს.





