დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ირანი აცხადებს, რომ ომანში აშშ-სთან მიმდინარე მოლაპარაკებები "ხანგრძლივი პროცესის" ნაწილია

Joe Klamar/AFP

6 თებერვალს ირანმა განაცხადა, რომ აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებები შესაძლოა უფრო ხანგრძლივი დიპლომატიური პროცესის პირველი ეტაპი იყოს.

Bloomberg აღნიშნავს, რომ აღნიშნული განცხადებით თეირანი მიანიშნებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის არსებული დაძაბულობა მოკლე დროში ვერ აღმოიფხვრება.

სამთავრობო IRNA-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ირანის მთავარი პრიორიტეტი "მეორე მხარის კეთილი ნების და სერიოზულობის შეფასებაა". 

"მოლაპარაკებების საგზაო რუკა, როგორც ჩანს, ამ რაუნდის დასრულების შემდეგ უფრო მკაფიო გახდება" - აღნიშნავს სააგენტო.

კომენტარები